ევროტური კახეთიდან აიღებს სტარტს

20-22 მაისს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.  ტურის მიზანია,  მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები უჯარმის, ვარდისუბნის, ჩუმლაყის, წნორის, კაჭრეთისა და ბადიაურის მცხოვრებლებთან, ასევე გურჯაანის ბაზარში და ღვინის ქარხანაში სტუმრობა, ადგილობრივ ბიზნესებთან და დასაქმებულ ადამიანებთან გასაუბრების მიზნით.

ტურის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები სტუდენტებისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში (აისი). აქტივობების მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს. შეხვედრა ჩატარდება ღია დისკუსიის ფორმატში და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან კოალიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს.

კამპანიის ფარგლებში, ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

 

2018-05-18T19:35:21+00:00