კამპანიის #ძალაევროპაშია ფარგლებში ამჯერად, 16 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბათუმის ამერიკულ კუთხეს ვეწვიეთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმღვანელებმა ეკა გიგაურმა და ბათუ ქუთელიამ, ასევე კამპანიის მხარდამჭერებმა პიანისტმა დათუნა ალადაშვილმა, მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და “კაცების შოუს” წამყვანებმა: გიორგი ჯანელიძემ და დათო ლაბაძემ სტუდენტებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ესაუბრეს და იმ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან მომდინარეობს.

შეხვედრების დასასრულს ბათუმის ბიბლიოთეკასთან კამპანია#ძალაევროპაშიას მხარდამჭერი კონცერტი გამართა ბენდმა ASEA SOOL.

2019-05-28T14:20:45+00:00