კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს.
MEMBER ORGANIZATIONS


 
					 
					 
					
 
					 
					 
					 
					 
					



 
					 
					

 
							
				 
	
		 
	
		 
	
		 
	
		 
	
		 
	
		