კამპანიის შესახებ

„ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
კამპანია „ძალა ევროპაშია“ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება. დღეს, რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია „ძალა ევროპაშია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
საბოლოოდ, „ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია გააერთიანოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება: სამოქალაქო სექტორი, საჯარო უწყებები, ბიზნესკომპანიები, აქტიური მოქალაქეები და ნებისმიერი მსურველი, ვინც აქტიურად ჩაერთვება კამპანიის მიმდინარეობაში. გააერთიანოს იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დაინახონ, რომ საქართველოს არჩევანი უალტერნატივოა და რომ ქართველებისთვის ძალა ევროპაშია!

Name, Surname

Occupation

Position

Email address

ტელეფონის ნომერი

საცხოვრებელი ქალაქი, სოფელი ან დასახლება

Sharing of values

Support for the campaign (select several options)

2018-04-26T11:01:18+00:00