კამპანიის #ძალაევროპაშია ფარგლებში, 17 მაისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და “აჭარის მუზეუმების გაერთიანების” ორგანიზებით, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყო გამოფენა “მე-19 საუკუნის ბათუმი და ევროპული ინვესტიციები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტო და სხვა საარქივო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ბათუმი, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე არსებული ევროპული მსხვილი ბიზნესკომპანიების ერთ-ერთი ძირითადი აქტივობების ადგილი.

გამოფენის მსვლელობისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმღვანელებმა ეკა გიგაურმა და ბათუ ქუთელიამ შეკრებილ საზოგადოებას იმ საფრთხეებზე ესაუბრეს, რაც რუსულ რბილ ძალას უკავშირდება და მიმართულია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ.

2019-05-28T14:16:56+00:00